„უხელმძღვანელო – ნიშნავს, კარგ ადამიანებს მუშაობაში ხელი არ შეუშალო“ – სერგეი კაპიცას 20 გენიალური ციტატა

40 წლის განმავლობაში ტელეგადაცემა „აშკარა -დაუჯერებელია“ გვიყვებოდა, რომ მეცნიერება საშინლად საინტერესოა. გადაცემის წამყვანი რუსი მეცნიერი სერგეი კაპიცა იყო. თანამედროვეობის ერთ-ერთი ბრწყინვალე ტვინის პატრონი, სერგეი კაპიცა მეცნიერების და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ მკვეთრი, მაგრამ სამართლიანი გამონათქვამებით გამოირჩეოდა. გთავაზობთ კაპიცას გენიალურ ციტატებს:

ცხოვრების ფარის მოგროვება მარტივია – ძნელია კატების ფარის მოგროვება

უხელმძღვანელო – ნიშნავს, კარგ ადამიანებს მუშაობაში ხელი არ შეუშალო

ქალში ვულგარულობამ შეიძლება ხელი გკრას, ხანდახან კი სწორედ ეს გიზიდავს, მიდი და გაერკვიე

მათემატიკა – ეს ისაა, რაც რუსები ჩინელებს ამერიკულ უნივერსიტეტებში ასწავლიან

მეცნიერების განვითარების სტიმულირებას მხოლოდ წინააღმდეგობა ახდენს. მას ხაზი უნდა გაუსვა, კი არ უნდა დაფარო

კოსტიუმი მამაკაცის დისციპლინებას ახდენს, შინაგანად ორგანიზებულს ხდის. ოდესღაც „ბი-ბი-სის“ რადიოწამყვანები ახალ ამბებს სმოკინგებში და საღამოს კაბებში კითხულობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მსმენელები მათ ვერ ხედავდნენ

კულტურა უნდა დანერგო. ძალითაც კი… წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას კრახი გველის

შეიარაღებულ ძალებზე დახარჯული მილიარდების მაგივრად, რომ მოინახოს მილიონები განათლებაზე და ჯანდაცვაზე, ტერორიზმისთვის ადგილი აღარ იქნებოდა

არსად მინახავს ისეთი შევიწროებული მამაკაცები, როგორც ამერიკაში. ისინი საშინელ მდგომარეობაში არიან. ფემინიზმი მათ კლავს

ადრე ქალები უფრო მოსაწყენად იცვამდნენ. ახლა კოლოსალური დიაპაზონია: საშინელი უგემოვნობიდან ძალზე მისაღებად ჩაცმულ ადამიანებამდე. მაგრამ მეორე კატეგორიას, რატომღაც, უფრო იშვიათად ამჩნევ, ვიდრე ადრე

50 წლის წინ რუბლიოვკაზე იმდენივე ველოსიპედი იყო, რამდენიც ახლა – მანქანა

მთავარი საოცრებაა ის, რომ ვცხოვრობთ

რა დარჩება დღევანდელი თაობის შემდეგ? მათ SMS-ებს შთამომავლობის სასწავლებლად გამოაქვეყნებენ?

ისტორია დიდი ხნის განმავლობაში „ზედსართავი“ მეცნიერება იყო – ამიტომ მას ამა თუ იმ მმართველის მოსაზრებას „ზედ ურთავდნენ“

სანამ ქმედებაზე გადახვალთ, უნდა მიხვდეთ

ყველაფერი ფულს რომ დაექვემდებაროს, ყველაფერი ფულად დარჩება – არ გადაიქცევა არც შედევრად, არც აღმოჩენად

თანამედროვე ფიზიკოს-ექსპერიმენტატორს წელიწადში, დაახლოებით, მილიონი ესაჭიროება – დანადგარებისთვის, მთლიანად ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც მის კვლევას უზრუნველყოფს. დიახ, ეს ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ გორკის ქუჩაზე მდებარე ბუტიკი უფრო მეტი ღირს

მე – რუსი მართლმადიდებელი ათეისტი ვარ

მოსკოვი, ბევრი რაღაცის მიუხედავად, რაც მე მაღიზიანებს, ჯერ კიდევ ჩემი ქალაქია. უნდა იცოდე, როგორ გაფილტრო ეს ყველაფერი. ყოველ ადამიანს ფილტრები უნდა ჰქონდეს – სპამის საწინააღმდეგოდ

იცით, რა არის ჩემი და ეკლესიის მთავარი აზრობრივი განსხვავება? მე ვამბობ, რომ ღმერთი ადამიანმა მოიგონა, ისინი კი – პირიქით

13090209_1175526505820919_1646876353_n

კომენტარები

სხვა სიახლეები