გთავაზობთ ცნობილი ექიმბაშის რჩევებს, რომლის სარგებლობა საუკუნეებით არის დამტკიცებული.
1. ქალებისთვის მნიშვნელოვანია სანელებლების გამოყენება:
– თუ მენსტრუაცია იგვიანებს ან არარეგულარული და მტკივნეულია – დაგეხმარებათ წითელი წიწაკა ( ხშირად დაამატეთ საკვებში)
– თუ უხვი და ხანგრძლივია – რეკომენდებულია ძმრის და ჭინჭრის წვენის ნარევი პროპორციით 1:1, 1 ს.კ. 2-3-ჯერ დღეში ჭამის დროს. კურსი – ციკლის დარეგულირებამდე
2. სპეციალური გამაჯანსაღებელი სასმელი: ჟოლოსა და გულყვითელას (კალენდულა) ნაყენი (ორივე მცენარე მიეკუთვნება “ქალურ” მცენარეებს). ამ სასმლის მიღება საჭიროა არა მხოლოდ ქალური დაავადებების დროს, არამედ პროფილაქტიკური მიზნითაც.
რეცეპტი:
3 ლ შუშის ქილა გაავსეთ ჟოლოთი (შეიძლება გაყინულიც), დაამატეთ 1 მუჭა გულყვითელას ყვავილები (თუ გამოიყენებთ გამხმარ გულყვითელას, წინასწარ გადაავლეთ მდუღარე წყალი და გაწურეთ), 3 ს.კ. თაფლი და დაასხით ბოლომდე არაყი. დადგით დასაყენებლად ბნელ ადგილას 2 თვით. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ პროფილაქტიკის მიზნით – 20 მლ ყოველ საღამოს და სამკურნალო მიზნით – 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ეს რეცეპტი თავიდან აგაცილებთ ისეთ ქალურ დაავადებებს, როგორიცაა კისტა, მიომა, ფიბრომა და ა.შ.
ჟოლოს წყალობით კი (შეიცავს სალიცილის მჟავას) ხდება სქელი სისხლის გათხელება. სასმელი სასარგებლოა როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანში შესული ქალებისთვის (მაგ. ათეროსკლეროზის დროს).
ჟოლო და მასზე დამზადებული საშუალებები აკრძალულია თირკმელებით დაავადებულთათვის და კუჭის წყლულის და გასტრიტის გამწვავების პერიოდში. ასევე იყავით ყურადღებით, თუ იღებთ სისხლის გასათხელებელ პრეპარატებს.
წყარო:http://www.reitingi.ge