უცოლო მამაკაცებს ემოციური აშლილობა ახასიათებთ

ახალგაზრდა, დაუქორწინებელი მამაკაცები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ემოციური აშლილობისადმი ახლო ურთიერთობებში პრობლემების ან დადებითი მოვლენების განვითარების გამო, ვიდრე გაუთხოვარი ქალები.

კვლევების ავტორები – ფლორიდის უნივერსიტეტის თანამშრომელი ანა ბერეტი და უეკ ფორესტის უნივერსიტეტის სპეციალისტი რობინ საიმონი, ცდილობდნენ, დაედგინათ განსხვავება სხვადასხვა სქესის დაუქორწინებელი ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობებს შორის პარტნიორთან ურთიერთობის გავლენის შედეგად.

აღმოჩნდა, რომ უცოლო მამაკაცებში, რომლებიც მოწიფულობის ასაკში შედიოდნენ, დადებითი ან ნეგატიური ცვლილებები პარტნიორთან ურთიერთობისას, მათ ემოციურ მდგომარეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მათი სქესის მიხედვით სხვადასხვა გავლენას იწვევს.

მაგალითად, მამაკაცები, ქალებთან შედარებით, გაცილებით ძლიერად განიცდიან დაძაბულობას ურთიერთობებში, რაც ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებაში გამოიხატება. იმავე დროს, ურთიერთობის აყვავება აძლევს გაცილებით მეტ სასიამოვნო ემოციებს მამაკაცებს, ვიდრე ქალებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ეს სასიკეთო გავლენა მამაკაცების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გაცილებით ძლიერად გამოიხატება, რასაც კვლევის ავტორები იმას უკავშირებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცებისთვის გოგონები ერთადერთი საშუალებაა, დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები ახლო ურთიერთობებით. მათგან განსხვავებით, ქალები ენდობიან და ახლო ურთიერთობას ამყარებენ როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მეგობრებთან. ამას ისიც ემატება, რომ მამაკაცებში ქალებთან დაძაბულობა თავის უნიკალურობაში ეჭვის შეტანასა და საკუთარი თავისადმი პატივისცემის გაქარწყლებას იწვევს.

წყარო: http://gurianews.com

კომენტარები

სხვა სიახლეები