უცნობმა პირებმა ბიონსეს ძვირადღირებული ჩანთები და კაბები მოიპარეს

უცნობმა პირებმა ლოს-ანჯელესში მომღერალ ბიონსეს კუთვნილი კომპანიის, “Parkwood Entertainment”-ის საწყობში შეაღწიეს, საიდანაც მომღერლის ძვირადღირებული ნივთები, მათ შორის ჩანთები და კაბები მოიპარეს. ამის შესახებ გამოცემა “TMZ” წერს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, მიმდინარე თვეში ქურდებმა “Parkwood Entertainment”-ის საწყობში ორჯერ შეაღწიეს. მოპარული ნივთების ღირებულება მილიონ დოლარს აღემატება.

ქურდობის ფაქტს ლოს-ანჯელესის პოლიცია იძიებს, ჯერჯერობით საქმეზე არავინაა დაკავებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები