1. სპერმა და თესლის დაღვრა სხვადასხვა რამაა. ადამიანები ამ სიტყვას ერთი და იგივე მნიშვნელობით იყენებენ. თესლის დაღვრა ეაკულაციის დროს ხდება. სპერმა კი მისი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ქრომოსომებს ატარებენ და კვერცხუჯრედებს ანაყოფიერებენ. 2 . ერთი ეაკულაციის დროს თესლი 5-დან 10-მდე კალორიას შეიცავს. ეს იმიტომ, რომ მის შემადგენლობაში შედის შაქარი, ფრუქტოზა, ცილები და ფერმენტები. თვითონ სპერმას არც ისე დიდი პროცენტული რაოდენობა უკავია თესლში. 3. თითოეული ეაკულაციის დროს 1.5 – 5 მილილიტრი თესლი გამოიყოფა. მათში კი სპერმის რაოდენობა 15 მილიონს აღწევს. სპერმის უმრავლესობა ფუჭად იხარჯება. ზოგჯერ ის ვაგინაშივე რჩება. 4 . საეაკულაციო სითხის გამომუშავება ჯირკვალში ხდება. მასში სპერმა საერთოდ არ არის. მათი შერევა მოგვიანებით ხდება. 5. სპერმას შეუძლია გარკვეული დროის განმავლობაში ქალის სხეულში გაჩერდეს. თბილი და ნესტიანი გარემო სპერმის შენახვისთვის შესანიშნავი პირობებია. შესაძლებელია ეს პერიოდი 5 დღეც კი გაგრძელდეს. 6 . ჩვეულებრივმა ყოველდღიურობამ შეიძლება მამაკაცის სპერმა დააზიანოს. ჭარბი წონა, ლეპტოპების ხშირი გამოყენება, მეტისმეტად ცხელ ადგილას მუშაობა… ეს ყველაფერი სპერმის წარმოქმნაზე უარყოფით გავლენას ახდენს. 7. სპერმა შეიცავს უამრავ განწყობა – გამაძლიერებელ ნივთიერებას, რომელსაც ქალის საშო შესანიშნავად აღიქვამს. ესტრონი და ოქსიტიცინი კი ამაღლებს განწყობას. სეროტონინი თქვენ უფრო ბედნიერს გაგხდით. სექსი ამიტომაც გიუმჯობესებთ განწყობას. 8. მეცნიერულად არაა დამტკიცებული, რომ მამაკაცს თესლის და გემოს შეცვლა შეუძლია. თუმცა, ამბობენ, რომ მოწევა მის გემოს აუარესებს. თუმცა, მოწევა თქვენს ორგანიზმს უფრო აზიანებს, ვიდრე სპერმას. 9. მისი მდგრადობა შეიძლება ყოველდღიურად შეიცვალოს. სპერმის სიმყარე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ტენიანია მამაკაცის ორგანიზმი. თუ დღის განმავლობაში ბევრ სითხეს მიიღებთ, ის შედარებით თხელი იქნება. 10. სპერმა შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიასა და კალციუმს, ეს ნივთიერებები იცავენ მას ხრწნისა და დაზიანებისგან. 11. სპერმას ვერ გაყინავთ, როგორც ეს ფილმებში გინახავთ. ჩვეულებრივ სახლის პირობებში ეს შეუძლებელია. მისი თვისებების შესანარჩუნებლად – 190 გრადუსია საჭირო. 12. ძალიან იშვიათია, მაგრამ შეიძლება სპერმაზე ალერგია გქონდეთ. სიმპტომები – ქავილი, შეშუპება და სიწითლეა იმ ადგილებში, რითიც სპერმას შეეხებით. ასეთ დროს სასურველია ექიმთან ვიზიტი.
წყარო: oxford-med.ge