უცნობი ფაქტები ანა ვინტურის შესახებ

ანა ვინტური – ყველაზე მოდური ქალბატონი და უბრალოდ გენიოსი 1998 წლიდან იკავებს ამერიკული ვოგის მთავარი რედაქტორის პოზიციას. უკვე წლებია მისი მკაცრი, განსხვავებული ხასიათით, დამახასიათებელი ვარცხნილობითა და შავი სათვალით ვიტური ყველაზე გავლენიან და მნიშვნელოვან ფიგურად იქცა მოდის ინდუსტრიაში. საოცარ ქალბატონს არაერთი ცნობილი მოდელი, ფოტოგრაფი და დიზაინერი ჰყავს აღმოჩენილი.thed
ვინტურის შეუპოვარი ხასიათი და მუშაობის განსხვავებული სტილი მისი ერთერთი თანაშემწესთვის – ლორენ უეისბერგერისთვის შთაგონების წყარო გახდა, 2003 წელს ლორენის მიერ დაწერილი რომანი “ეშმაკს აცვია “პრადა” მსოფლიო ბესტსელერი გახდა, წიგნის ასეთი პოპულარობა კი სწორედ ანასთან ერთად გატარებული დღეების აღწერამ გამოიწვია. 2006 წელს რომანის მიხედვით ფილმიც გადაიღეს, სადაც ვინტურის როლი ოსკაროსანმა მსახიობმა მერი სტრიპმა განასახიერა.
სიახლეში გაეცნობით ფაქტებს, რომლებიც შესაძლოა ჯერ კიდევ უცნობი იყოს თქვენთვის..
არც თუ ისე ცნობილი ფაქტია, რომ დღევანდელი მოდის დედოფალი კარიერის საწყის ეტაპებზე ეროტიული ჟურნალის VIVA-ს რედაქტორად მუშაობდა. ჟურნალი მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი და ძალიან დაბალი ტირაჟით იყიდებოდა.
ანას მიერ პირველად შერჩეული ფოტო ვოგისთვის იმდენად რადიკალურად განსხვავდებოდა სტანდhte4არტული ფორმატისგან, რომ საზოგადოებას გამომცემლის შეცდომა ეგონა.
ანა დაითხოვეს ჟურნალ “Harper’s Bazaar”-დან მიზეზით: “შენ არ იცნობ ამერიკულ ბაზარს”
ვინტური პროფესიონალი მოცეკვავეა!
“ანა დაუჯერებლად სექსუალურია ცეკვის დორს, ის ბრწყინავს და ელეგანტურობას ასხივებს ” ასე აღწერს ანას მისი ბავშვობის მეგობარი.
“ყინულის დედოფალი” დილით ძალიან ადრე იღვიძებს, მისი დღე დილის 5 საათზე იწყება.
მისი ქალიშვილი – ბი შეიფერი ამბობს : ” დედა მზის ამოსვლამდე იღვიძებს, მისთვის არ არსებობს ღამის ცხოვრება, მისთვის დღე საღამოს 10 საათზე სრულდება”.
ანას წლიური შემოსავალი 2011 წლის მონაცემებით შეადგენს 2 მილიონ ამერიკულ დოლარს. New York Magazine -ს დღევანდელი მონაცემებით მისი შემო1236სავალი ოთხმაგადაა გაზრდილი.
ვინტური დამახასიათებელ ვარცხნილობას 15 წლის ასაკიდან ატარებს.
ანას ტალანტების აღმოჩენის თავისებური ნიჭი აქვს.
” მე ძლიერ ადამიანებს ვეძებ! არასდროს მომეწონება ადამიანი, რომელიც ყველაფერზე მეთანხმება. ისეთი ადამიანები მჭირდება, რომლებსაც კამათი შეუძლიათ, შეუძლიათ, რომ არ დამეთანხმონ და ჰქონდეთ საკუთარი შეხედულება ჟურნალის მიმართ” – ამბობს ვინტური.
ანა არასდროს სვამს ალკოჰოლიან სასმელს.
“მხოლოდ მას შეუძლია ბომონდურ წვეულებებზე შამპანურის ნაცვლად მიირთვას სთარბაქსის კაპუჩინო”- კარლ ლაგერფილდი ანას შესახებ.
BBC documentary-ს თქმით ანას არ უყვარს გარეთ დიდხანს ყოფნა. ის არასდროს რჩება წვეულებებზე 20 წუთზე მეტ ხანს.

წყარო: angel.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები