უცნობი ბიზნესმენი, ხელმოკლე ადამიანებს ფულს ურიგებს, მას „რობინ ჰუდი“ შეარქვეს(ვიდეო)

სტამბოლის გაჭირვებულ რაიონებში პერიოდულად უცნობი ბიზნესმენი ჩნდება, რომელიც ხელმოკლე ადამიანებს ფულს ურიგებს.
უცნობი ბიზნესმენი ფულს, რომლის ოდენობა ათას ლირამდე მერყეობს, კონვერტით არიგებს.
მამაკაცი ქუჩაში მყოფ ბავშვებს და მოხუცებს აძლევს ფულს. ის მოქალაქეებს ბინის ქირას უხდის, შედის მაღაზიებში და იხდის ნისიად წაღებული პროდუქტების ღირებულებას.
Hurryet-თან საუბარში ადგილობრივები საოცრებაზე ჰყვებიან.
ერთი – ერთი ადგილობრივის თქმით, „მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით, ჩვენს სახლში ვიყავით. კარებთან ვიჯექი. ორი ადამიანი მოვიდა და ფული მომცა, ღმერთმა დალოცოს“.
ონურ ქარაოლუქი ამბობს, რომ „ქუჩას ვალაგებ და ამით ვირჩენ თავს. იმ დღეს, ფული ძალიან მჭირდებოდა, ღმერთი მყავს. ვიღაცა მოვიდა და კონვერტი მომცა ფულით“.
ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველი კი, ჰყვება, რომ „ვიღაცა მოვიდა და კონვერტი დამიტოვა იმათი ვალის დასაფარავად, ვინც ნისიით იღებს პროდუქტს. იმ დღეს ყველა ბედნიერი იყო“.
„რობინ ჰუდის“ ნამდვილი სახელი და გვარი არავინ იცის.

blob:http://www.hurriyet.com.

კომენტარები

სხვა სიახლეები