თბილისელების ყურადღება დღეს, რიყეზე მდებარე მინის ხიდის სახურავზე მყოფმა ადამიანებმა მიიპყრეს. ბოლო დროს „მშვიდობის ხიდი“ ხშირად გახდა ხმაურიანი დავის საგანი. ბევრჯერ გაიჟღერა ინფორმაციამ იმის შესახებაც, რომ უნდა მომხდარიყო ხიდის დემონტაჟი, ან მისი სხვა ადგილას გადატანა. მავანს ის ძალიან მოსწონს, ზოგი კი ფიქრობს, რომ თანამედროვე არქიტექურის ნიმუში, ქალაქის ისტორიულ იერსახეს ამახინჯებს.
როგორც დღეს გაირკვა, ტერიტორიაზე უცნობი ადამიანების ყოფნა, ხიდის დემონტაჟის საფრთხეს არ წარმოადგენდა. მშვიდობის ხიდზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური საექსპლუატაციო სამუშაოებს აწარმოებს. მიმდინარეობს ხიდის გარეცხვა და დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა.
ხიდის ძირითად ფუნქციას დაბრკოლების ადვილად გადალახვა წარმოადგენს. თუმცა, არქიტექტორები ზოგჯერ არა მხოლოდ უბრალო ინფრასტრუქტურულ კონსტრუქციას, არამედ, ნამდვილ ხელოვნების ნიმუშს ქმნიან. თბილისის მინის ხიდი, შეტანილია მსოფლიოს 26 არარეალური ხიდების სიაში.
https://www.youtube.com/watch?v=h5M7aZvgd5w&feature=youtu.be