უცნაური ჩაცმულობა და სტილი – რა უნდა იცოდეთ 2021 წლის MET GALA -ს შესახებ

Met Gala 1948 წლიდან, ტრადიციულად, მაისის პირველ ორშაბათს იმართება. 2020 წელს, პანდემიური რეალობიდან გამომდინარე, Met Gala-ს მასშტაბური წითელი ხალიჩა არ მოეწყო, ტრადიცია წელსაც დაირღვა და Met Gala მაისის პირველი ორშაბათის ნაცვლად, 13 სექტემბერს გაიმართა.
ყოველ წელს, Met Gala-ს წითელ ხალიჩას და გამოფენას აქვს თემა, რისი გათვალისწინებითაც ხდება იმ დიზაინერების შერჩევა, რომელთა სამოსიც იქნება გამოფენაზე წარმოდგენილი.
რაც შეეხება წითელ ხალიჩას, ისევ და ისევ თემიდან გამომდინარე, არსებობს „დრესკოდი,“ რომელიც მიწვეულმა სტუმრებმა უნდა დაიცვან.
2021 წლის Met Gala-ს თემაა: “ამერიკული მოდის ლექსიკა” და ის ორიენტირდება თანამედროვე ამერიკელი დიზაინერების ნამუშევრებზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები