“უცებ ყველა მუხლებზე დაემხო…” – რა მოხდა მამა ვიტალის საფლავზე, სადაც შორენა ბეგაშვილის შვილისთვის ლოცულობდნენ
ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს:
“ახლახანს რუსულ ეკლესიაში ვიყავი, ჩემი სათაყვანებელი წმინდანის მამა ვიტალის საფლავთან ვილოცე….
წმინდანის საფლავთან შვიდი ქალი, თავჩაქინდრული და აცერემლებული ლოცულობდა…ცოტა ხნის შემდეგ, ხალხმა პრეტენზია გამოთქვა, მიგვიშვით ჩვენც მამა ვიტალის საფლავთან, ჩვენც გვიჭირსო… ერთ-ერთმა თავი ასწია და თქვა,- ჩვენ შორენა ბეგაშვილის ბავშვის მეგობრების დედები ვართ, მის გამო ვლოცულობთ და მალე წავალთო…
როგორც კი ეს გაიგო ხალხმა, უცებ ყველა მუხლებზე დაემხო და ხმამაღლა ლოცვა დაიწყეს… ეს ისეთი ემოციური და იმდენად ბუნებრივი იყო, რომ ძალიან ბევრი ვიტირე, ყველა ტიროდა და ლოცულობდა…
უფალმა უშველოს და გადაარჩინოს ეს ანგელოზი და რაც მასზედ ილოცა თითოელმა ქართველმა, ყველა ერთად დიდ სიკეთედ მიუვიდეს და უფალმა გამოაჯანმრთელოს….
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრმა დალოცა ეს უცოდველი ბავშვი, ამ მძიმე მომენტით, ბოროტმა ადამიანებმა ისარგებლეს და ბევრმა უკადრებელიც კი იკადრა მაგრამ ვიტყვი თამამად და დაბეჯითებით, რომ სრულყოფილი არა მაგრამ, ძალიან საინტერესო და თბილი ერი ვართ, ნამდვილად ვიცით გასაჭირში გვერდში დგომა…
ეს დავინახე მე დღეს მამა ვიტალის საფლავთან… უფალო გაამრავლე და გააძლერე ქართველი ერი, ამინ!!!” – წერს დარეჯან ლიპარტელიანი.