მკერდი ყველას უყვარს, როგორც კაცს, ისე ქალს. როდესაც ქალებს გარდატეხის ასაკი ეწყებათ, ქალური ჰორმონი ესტროგენი მკერდის ზრდას და განვითარებას იწვევს. ძირითადად, მკერდი ცხიმოვანი ქსოვილისგან შედგება. წარმოგიდგენთ ფაქტებს ქალის მკერდის შესახებ, რომელთა შესახებაც არაფერი იცოდით.
1. ზოგიერთმა ქალმა შეიძლება ორგაზმი განიცადოს მკერდის სტიმულაციის დროს.
ამას ადასტურებენ პლანეტის მთავარი სექს-მასწავლებლები დორიან სოლოტი და მარშალ მილერი. თუმცა ასეთი რამ ქალების მხოლოდ ერთ პროცენტს ჩვევია.
2. მკერდი არასოდესაა ბოლომდე იდენტური.
ქალის მკერდი თითქმის ყოველთვის ასიმეტრულია. ისინი შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან წონით, ზომით, კერტების ფორმით და ა.შ. ძირითად შემთხვევებში,
მარჯვენა მკერდი უფრო დიდია ვიდრე მარცხენა.
3. მკერდი შეიძლება მძიმე წონის იყოს.
წარმოიდგინეთ როგორია, მკერდის ადგილას რომ წონა გექაჩებათ. არსებობს ბიუსტჰალტერები, რომლებიც უძლებს მკერდის წონას დაწყებული 230 გრამიდან, ცხრა კილოგრამით დამთავრებული.
4. მკერდის გადიდება ყველაზე პოპულარული პლასტიკური ქირურგიაა მსოფლიოში.
”პლასტიკური ქირურგების ამერიკული საზოგადოების” თანახმად, მხოლოდ 2014 წელს ამერიკაში 286 254 მსგავსი ოპერაცია განხორციელდა.
5. ზოგიერთ ქალს სამი კერტი აქვს ორის მაგივრად.
ამას პოლითელია ეწოდება. მსგავსი პათოლოგია ქალების სამ პროცენტს აღენიშნება. საერთო ჯამში, ეს უსაფრთხოა. ხშირად მესამე კერტი ხალში ერევათ ხოლმე.
წყარო: http://www.ambebi.ge