„უშენოდ არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება“ – ყოფილი დეპუტატი გარდაიცვალა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რატი სამყურაშვილი, რომელიც მძიმე დაავადებას, გლიობლასტომას ებრძოდა, გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ, მწერალმა და ჟურნალისტმა, ეკატერინე ტოგონიძემ სტატუსი დაწერა:

„უშენოდ არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება. პირველ პირში ფიქრს დიდი ხანიაგადავეჩვიე. ჩემი ყველა ფიქრი მეორე პირშია და ერთადერთი ადამიანისკენაა მიმართული. ეს არის ყოველწამიერი და უწყვეტი ფიქრი, როგორც არსებობა, როგორც სუნთქვა.

სუნთქვა იმ ერთადერთისთვის, რომლის გვერდზე დგომაც იყო პატივი.

რადგან ის არის ყველაზე სუფთა, კეთილი სული, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. იმაზე დიდი და ღირსეული, ვიდრე ადამიანს შეუძლიადაიტიოს.

ვერც ხალხის, ვერც ცრემლის რაოდენობა  გამოხატავს, ვერ დაეწევა, ვერ ამოავსებს უძირო ორმოს გულში. ზუსტად ვიცი, რამდენს გამოგეცალათ საყრდენი და როგორი შეუცვლელია ის უშრეტი სიყვარული, რომელსაც რატი წლებთან ერთად სულ უფრო მეტად გასცემდა. ამას აკეთებდა ყველასგან გამორჩეულად, რატისებურად. ასე რომ, მოსვლის გარეშე, გულში შეგიძლიათუპასუხოთ სიყვარულით. გაუფრთხილდეთ საკუთარ თავსა და ერთმანეთს.

ისედაც ვიცი, ყველაფერი ვიცი

შეხვედრამდე, ჩემო ერთადერთო. მადლობა, რომ მე ამირჩიე.

შეხვედრამდე“, – წერს ეკატერინე ტოგონიძე.

რატი სამყურაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ პოლიტიკას ჩამოშორდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები