როგორც მეცნიერები ამბობენ, ვირუსი მუტაციას მანამდე განიცდის, სანამ პანდემია არ დასრულდება. ბევრს ეგონა, რომ „დელტა“ შტამი, თავისი მძიმე შედეგებით, კორონავირუსის ბოლო გამოვლინება იქნებოდა, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. „დელტა“ ვირუსის ყველაზე საშიშ ფორმად ითვლებოდა, ის ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება და ბევრად უფრო ძლიერად მოქმედებს. „იოტა“ შტამი კი, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდა, ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, „დელტაზე“ უფრო საშიშია.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს სტატია, სადაც წერია, რომ „იოტა“ შტამი გასულ
სიკვდილიანობის გარდა, ყურადღება უნდა მიაქციოთ დაავადების გავრცელების მაჩვენებელს. „იოტა“ ვრცელდება 15-25%-ით უფრო სწრაფად, ვიდრე წინა მუტაციები, მაგრამ უფრო ნელა, ვიდრე „დელტა“.
როგორც მეცნიერები წერენ, თუკი ადამიანს კორონავირუსის რომელიმე შტამი უკვე შეხვდა, არ ნიშნავს, რომ „იოტას“ მარტივად გადაიტანს, რადგან გამომუშავებული იმუნიტეტი „იოტასთან“ ეფექტურად ვერ იბრძვის. მიუხედავად ამისა, „დელტა“ კვლავ ყველაზე მეტად გავრცელებულ და საშიშ შტამად ითვლება და, გამომდინარე იქიდან, რომ “იოტას“ გავრცელების სიჩქარე და არეალი უფრო მცირეა, შესაძლოა, განსაკუთრებული საფრთხე მსოფლიოს არც შეუქმნას.