“უფროსი ადამიანის მეთვალყურეობის გარეშე 21 წლამდე ადამიანების შეკრებას ავკრძალავდი” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ უფროსების დასწრების გარეშე 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდების შეკრებები უნდა აიკრძალოს. იგი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“უფროსი ადამიანის დასწრებისა და მეთვალყურეობის გარეშე 21 წლამდე ადამიანების შეკრებას ავკრძალავდი, დიდი გოგო რომ ვიყო. ასევე, ალკოჰოლისა და თამბაქოს მიყიდვას 21 წლამდე.
ბევრი წლის წინ დოლიძის ქუჩაზე 7 წლის შვილი გავაგზავნე სიგარეტზე და ქალმა, რომელიც ყიდდა, არ მიცსა ბავშვს და გამოაბუნძულა უკან, დედა ჩამოვიდესო. ხოდა მე დღესაც მახსოვს ის ქალი, რომელიც თვალით არ მინახავს და მადლიერი ვარ მისი, რომ მომარტყა ცხვირში ჩემი სიზარმაცე და უპასუხისმგებლობა. და დღესაც ვნანობ, რომ მაღაზიაში მისვლა და მადლობის თქმა დავიზარე მაშინ”.

კომენტარები

სხვა სიახლეები