უსინათლო ქალს დაცემის შემდეგ მხედველობა დაუბრუნდა

საკუთარ სახლში, სამხრეთ ფლორიდაში, შემთხვევითი დაცემის შემდეგ 70 წლის ამერიკელს – მერი ენ ფრანკოს მხედველობა დაუბრუნდა. ის ბოლო 20 წელია უსინათლო იყო.
„დილაობით საწოლიდან ვდგები და ხეებს შორის მზის სხივებს ვხედავ. ამის ცქერა ძალიან ემოციურია“, – ამბობს მერი.
ქალმა მხედველობა, ავტოავარიის შედეგად, 1995 წელს დაკარგა. მან ხერხემლის ტრავმა მიიღო, რამაც მხედველობაზე იმოქმედა. ახლახან, დაცემის შემდეგ კი, მერიმ კისერი დაიზიანა, მას ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მხედველობა დაუბრუნდა. „არასდროს შემხვედრია მსგავსი რამ. შესაძლოა, დამატებითი სისხლდენა მხედველობის აღდგენას დაეხმარა. მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაშია“, – განაცხადა ექიმმა ჯონ აფშარმა.
აღსანიშნავია, რომ ქალს ოპერაციის შემდეგ დალტონიზმიც გაუქრა.

კომენტარები

სხვა სიახლეები