უსინათლო იაპონელმა წყნარი ოკეანე გადალახა

იაპონელი მეზღვაური, მიცუჰირო ივამოტო პირველი უსინათლო ადამიანია, რომელმაც სხვისი დახმარების გარეშე გადალახა წყნარი ოკეანე. ეს მოგზაურობა გაჩერებების გარეშე იყო. იაპონელმა საკუთარი იახტით 14 ათასი კილომეტრი გაცურა. “მე არ დავნებდი და ჩემი ოცნება ახდა. ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ დედამიწაზე”, – აცხადებს მიცუჰირო ივამოტო. მიცუჰირო ივამოტო სან დიეგოდან 24 თებერვალს გავიდა. მას თან ახლდა დამხმარე და გიდი – დაგ სმითი. გამოცემა “Japan Times”-ის ცნობით, ივამატო იალქანს მართავდა, ხოლო სმითი შტურმანის როლს ასრულებდა და ივამატოს გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ ​აცნობებდა. 12-ეტრიანი იახტა – “Dream Weaver” დანიშნულების პუნქტში, ივაკის პორტში შაბათს, 20 აპრილს ჩავიდა. 52 წლის ივამატოსთვის ეს მეორე ცდა იყო, გადაელახა წყნარი ოკეანე. 2013 წელს ივამატომ ცურვა ფუკუსიმადან დაიწყო და სან დიეგომდე აპირებდა მისვლას, სადაც ის უკვე წლებია, ცხოვრობს. მაგრამ მან დანიშნულების პუნქტს ვერ მიაღწია – მოგზაურობის მეხუთე დღეს, ვეშაპთან შეჯახების გამო, მისი გემი გადაბრუნდა და ჩაიძირა. ივამატო და მისი დამხმარე მაშველებმა სიკვდილს იხსნეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები