ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 14 დეკემბრის პროგნოზზე „ფორტუნასთან“ საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს:
“მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:56-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, ძველი ტრადიციების გასახსენებლად და დიდი ხნის უნახავი ნათესავების მოსაკითხად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესის მოსაწყობად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, გელიოტროპი, ლაბრადორი, აგატი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, მორიელისა და თხის რქისთვის. უსიამოვნებები ელით ლომს, სასწორს და მერწყულს”, – აცხადებს ასტროლოგი.