უსახლკარო ძაღლი, რომელსაც საღებავით წარწერები გაუკეთეს

ფეისბუქმომხმარებელი “Usaxlkaro Dzaglebi” უპატრონო ძაღლის ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც ბეწვზე საღებავით წარწერები აქვს გაკეთებული.
“სულ რაღაც ორი კვირა, ჩვენს უბანში დადის და მე ვაჭმევ. არ ვიცი, ვინ დააწერა ასე, მაგრამ ის ვიცი, რომ ვიღაც იდიოტია და უგულო. რატომ იქცევიან ასე, არ მესმის. ძაღლი საერთოდ არ ეცოდებათ??? დღეს კიდევ თავიდან გადაატარეს და სხვა რაღაცებიც დააწერეს ამ საცოდავს. ამის გამკეთებელს აუცილებლად უნდა მოსთხოვოთ პასუხი, კი არ უნდა დააიგნორონ და ყურადღება არ მიაქციონ, არამედ უნდა გაუფრთხილდნენ ცხოველებს!! ძაღლებსაც ხომ სტკივათ გული, ასე რომ ექცევიან, თან რა კარგი ბეწვი აქვს და როგორ გაუფუჭეს. მე ის ვიცი, რომ ეს საზიზღრობა ბავშვებმა ჩაიდინეს და კრასკით დააწერეს ერთ მხარეს ცივი, მეორეზე – პოლიცია. ახლა კი ძალიან გარყვნილობა რაღაცაც დახატეს !!!!! ამათზე ბავშვებიაო, არ უნდა თქვან, ესენი ცხოველზე უარესები არიან!!!!!!!!დაისაჯოს ყველა ამის გამკეთებელი”, – წერს ფეიბუქმომხმარებელი რომელიც, სახელით “Usaxlkaro Dzaglebi” არის დარეგისტრირებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები