„ოქროს ბურთის“ სამგზის მფლობელმა კრიშტიანუ რონალდუმ უსახლკაროს ფორმა გადაიცვა და მადრიდის ცენტრალურ მოედანზე დაახლოებით ერთი საათი ფეხბურთი ითამაშა. გამვლელებმა ფეხბურთელი ვერ იცნეს, ხოლო ერთ-ერთმა გოგონამ მას ტელეფონის ნომერიც კი არ მისცა.
ბოლოს რონალდუმ პატარა ბიჭს ავტოგრაფიანი ბურთი აჩუქა და შემდეგ მოედანზე შეკრებილი ადამიანების გასაოცად წვერები და ულვაშები მოიხსნა და ყველას „ნამდვილ“ რონალდუდ მოევლინა. მსგავსი აქცია 2012 წელს „კლივლენდის“ კალათბურთელმა კაირი ირვინგმა და კომპანია Pepsi-მ მოაწყეს. ირვინგმა მოხუცის იმიჯი შეიქმნა და ქუჩაში მოყვარულებთან თამაშის დროს კალათბურთის საოცრებები აჩვენა.
Prev Post
Next Post
სხვა სიახლეები