უნიკალური ხალიჩები ბავშვის ტერფის მასაჟისთვის

მედიცინაში დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ჩვენის სხეულის ყველა ორგანო, კუნთები, ნერვული დაბოლოებები ფეხის გულებს უკავშირდება. ჩვენს ტერფებზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არხები გადის, რომელთა სტიმულაცია-მასაჟი სასარგებლო და აუცილებელიცაა როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.
გასწავლით, როგორ შეიუძლება დაამზადოთ სპეციალური იატაკის საფენები, რათა მასზე სიარულით ფეხის გულების მასაჟი გაკეთდეს. განსაკუთრებით საჭიროა ასეთი ხალიჩები ბავშვებისთვის. თუ სათანადო ვიზუალს მიანიჭებთ, ბავშვი მასზე სიამოვნებით ივლის და სხეულსაც გაიკაჟებს.
ასეთი საფენებისთვის სხვადასხვანაირი მასალა გამოდგება დაწყებული კენჭებით, ღილებითა და ფანქრებით დამთავრებული. ამ უხეშ ნივთებზე დაბიჯებით ბავშვის ფეხის გულები კარგად დამუშავდება. ამ ხალიჩებს მოტორული ფუნქციის განვითარებაც შეუძლიათ, რადგან ბავშვი ინტერესდება და ხელითაც სათითაოდ ეხება ამ უცხო უადგილო ადგილად ამოჩრილ ნივთებს.
წარმოგიდგენთ ხალიჩებს, რომლებიც ხელმარჯვე დედებმა თავად დაამზადეს. განსაკუთრებული ინსტრუქცია არ დაგჭირდებათ. მხოლო კარგი წებო და საფენი მოიმარაგეთ საბაზო მასალად. დანარჩენს კი ამ ნიმუშებზე დაკვირვებიტაც გაართმევთ თავს.

წყარო:http://www.mshoblebi.ge

mshoblebi

 

mshoblebi

 

mshoblebi

 

mshoblebi

 

mshoblebi

 

mshoblebi

 

mshoblebi

 

mshoblebi

 

mshoblebi

კომენტარები

სხვა სიახლეები