უნივერსალური რჩევები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

თუ გინდა, რომ სიცოცხლე გაიხანგრძლივო და ბევრი რამ მოასწრო, საჭიროა დაიცვა ჯანმრთელი ცხოვრების წესი. გაეცანით რჩევებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე, ხოლო მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ თითოეულის შესრულებაზე 5 წუთზე მეტი არ დაგეხარჯებათ. ქვემოთ ჩამოთვილი რჩევებიდან ამოირჩიეთ თუნდაც მხოლოდ ერთი და მთელი დღის განმავლობაში დაუთმეთ საკუთარ თავს ცოტაოდენი დრო.

1. ნუ იმგზავრებთ ლიფტით
ჯანმრთელი ცხოვრების წესის ბევრმა მოტრფიალემ უარი თქვა ცივილიზაციის ამ მიღწევაზე. გაიუმჯობესებთ გულის მუშაობას და სასურველ წონასაც მალე მიაღწევთ. თავიდან, რა თქმა უნდა, გაგიჭირდებათ, ამიტომ ჯერ ჩამოსვლის დროს თქვით უარი ლიფტზე. ეს ისევე სასარგებლოა, როგორც კიბეებზე ასვლა. ეს ვარჯიში კარგი დატვირთვაა კუნთებისა და სისხლძარღვებისთვის.

2. შეასრულე სუნთქვითი ვარჯიშები
ბევრის აზრით, სუნთქვითი ვარჯიშების არსი იმაში მდგომარეობს, რომ შეისუნთქოს მეტი ჟანგბადი. სპეციალისტები კი გვირჩევენ, ამ ვარჯიშის შესრულების დროს შეიკავოთ სუნთქვა და უჯრედები დატვირთოთ. ჯერ შეისუნთქეთ, შემდეგ ამოისუნთქეთ ისე, რომ მთელი ჰაერი გამოდევნოთ ფილტვებიდან. ამის შემდეგ შეიკავეთ სუნთქვა, სადამდეც შეძლებთ. მერე ბოლომდე ამოისუნთქეთ და გაიმეორეთ პროცედურა.

3. პირში გამოივლეთ ზღვის მარილით გაჯერებული წყალი
იყიდეთ ზღვის მარილი. ყოველდღიურად, დღეში 2-ჯერ ჩაის კოვზი გახსენით თბილ წყალში, კარგად მოურიეთ და გამოივლეთ პირში. ცხვირის გამორეცხვა ზღვის წყლით სახიფათოა, რადგან წყალი შეიძლება ყურში მოხვდეს და ოტიტი გამოიწვიოს.

4. კონტრასტული შხაპი ფეხებისთვის
ძილის წინ ფეხებზე, მუხლებამდე მიისხით ცივი წყალი. უფრო სწრაფად და ღრმად დაგეძინებათ, გაიმაგრებთ ქვედა კიდურების ვენებს და გაკაჟდებით.

5. მოუარეთ კისერს
ბევრი ადამიანი უჩივის კისრის ტკივილს, განსაკუთრებით ის, ვინც კომპიუტერთან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს. კისრის კუნთები რომ გაიმაგროთ, ყოველდღე შეასრულეთ ეს ვარჯიში: კბილებით დაიჭირეთ ფანქარი და ჰაერში თავის მოძრაობით დაწერეთ ანბანის ყველა ასო. ა-დან ჰ-მდე.
mshoblebi

6. მიიღეთ საკვები, რომელიც შეიცავს ბევრ უჯრედისს
მოსახლეობის დადახლოებით 40 პროცენტი 30 წლის შემდეგ ჰემოროით ავადდება . რათა შეამციროთ დაავადების რისკი, საჭიროა იკვებოთ პროდუქტებით, რომლებიც დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს: ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული, ჭვავის პური და სხვ.

7. შეასრულეთ ვარჯიში ზურგისთვის
დადექით ზურგით კედელთან, შემდეგ გამოიწიეთ ისე, რომ ზურგი დაგრჩეთ გამართული.
აიღეთ წიგნი, დაიდეთ და გაიარეთ ისე, რომ არ გადმოგივარდეთ. გაიმეორეთ ვარჯიში 10-ჯერ. ამ უბრალო ვარჯიშით გაიმაგრებთ ზურგის კუნთებს.

8. დახუჭეთ თვალები
არსებობს ბევრი ვარჯიში თვალებისათვის. მაგრამ იმისათვის, რომ თვალები მართლა დაასვენოთ, საჭიროა უბრალოდ დახუჭოთ. მიიდეთ ხელი შუბლზე ისე, რომ არ ეხებოდეს თვალის ქუთუთოებს. იყავით ასე, სადამდეც დრო მოგცემთ საშუალებას.

9. დალიეთ ლიმონიანი წყალი
თბილი ლიმონიანი წყალი – ეს ნამდვილი ვიტამინების კოქტეილია, რომელიც იმუნიტეტს აგიმაღლებთ. ეს პროცედურა ასევე დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე.

10. დაისრისეთ ყურები
ყურის ბიბილოზე მოთავსებულია უამრავი ნერვული დაბოლოება, რომელიც ტვინში აგზავნის სიგნალს. დაისრისეთ ყურები და გახდით უფრო ენერგიული.

ეს მარტივი პროცედურები დაგეხმარებათ სიცოცხლის გახანგრძლივებაში და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. რატომაც არ უნდა სცადოთ?

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები