“უნდა იყო ბედნიერი და არა მდიდარი” – ინტერვიუ მამაკაცთან, რომლის ცეკვამ ინტერნეტი დაიპყრო

ჯანლუკა ვაკიმ – მამაკაცმა, რომლის ცეკვამ „ინსტაგრამი“ დაიპყრო, გამოცემა Grazia-ს თავისი პოპულარობის საიდუმლო გაანდო. მისი თქმით, ის ცეკვას სპეციალურად არ სწავლობდა და როდესაც ადამიანს კარგი კოორდინაცია და რითმის გრძნობა აქვს, ცეკვა თავისით ჩნდება. ჯანლუკა ამბობს, რომ მას საკმაოდ ბევრი ფული აქვს და მას სურდა, ის სტერეოტიპი დაემსხვრია, რომელიც იტალიაში მდიდარ ადამიანებზეა შექმნილი.

ადამიანებს მობეზრდათ მდიდარი ხალხის ყურება, რომლებსაც ერიდებათ, რომ ისინი მდიდრები არიან და ამით სიამოვნების მიღებაზე უარს ამბობენ. მე კი არსად დამალვას არ ვაპირებ. რაც მაქვს, პატიოსანი შრომით მოვიპოვე, რატომ უნდა მრცხვენოდეს? არა, ხალხო, უნდა იყოთ ბედნიერები და ცხოვრებით დატკბეთ. ამისთვის არის სიცოცხლე. ჩემი დევიზია – პირველ რიგში, უნდა იყო ბედნიერი და არა მდიდარი“, – ამბობს ჯანლუკა ვაკი.

კომენტარები

სხვა სიახლეები