უნდა დავგეგმოთ თუ არა დასვენება ზაფხულში კორონავირუსის პირობებში?! – პაატა იმნაძის რჩევა საზოგადოებას

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე საზოგადოებას ზაფხულში დასვენებასთან დაკავშირებით გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს. იმნაძის თქმით, კორონავირუსის არსებობის პირობებში შესაძლოა, დასვენება დაიგეგმოს ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე:

“ზოგს მთა მოსწონს ან ზღვა, დაგეგმონ გემოვნების მიხედვით. გასაგებია, რომ რაც  უნდა კარიბჭეები გავხსნათ უცხოელი ტურისტებისთვის, მაინც არ იქნება ბევრი უცხოელი ტურისტი. ამიტომ მაქსიმალურად მისასალმებელი იქნება, თუ წელს ყველა გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ შიდა ტურიზმი განვავითაროთ”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები