უნდა დაეხმარონ თუ არა მშობლები ბავშვებს საშინაო დავალების მომზადებში?

როგორც კვლევებმა აჩვენა, მშობლის ჩარევას ბავშვის საშინაო დავალების მომზადების პროცესში აქვს ძალიან დადებითი გავლენა მათი სწავლის ხარისხის ზრდასა და განვითარებაზე. თუმცა მშობლების ჩარევა სულაც არ გულისხმობს, რომ იდგეთ მუდამ თქვენი ბავშვის გვერდით,როცა ის მათემატიკის ამოცანას ხსნის ან, თუნდაც მოსაზრებას წერს წაკითხული წიგნის შესახებ – საშინაო დავალების კეთების ზედამხედველობას სულაც არ აქვს პოზიტიური ეფექტი.

ეს გახლავთ კარლ კორტერის კვლევის შედეგი, რომელიც ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორია. მან გადაწყვიტა გამოეკვლია მშობელთა ჩართულობის შედეგები ბავშვის საშინაო დავალების კეთების პროცესში.

„ძირითადი,რაც კვლევამ აჩვენა, არის ის, რომ მშობელთა ჩარევას საშინაო დავალებების კეთების პროცესში,ფაქტიურად უმნიშვნელო შედეგი აქვს“, – ამბობს კარლი. ამიტომ, მისი რჩევით, უმჯობესია მაქსიმალურად შევიკავოთ თავი საშინაო დავალებების კონტროლისგან, საპრეზენტაციო ტექსტის შესწორებისგან ან თუნდაც კლასისთვის მოსამზადებელი პროექტის შეფასებისგან, რადგან ეს სრულებითაც არ ეხმარება ბავშვს განვითარებაში.
აბა, რა შეუძლია მშობელს გააკეთოს იმისათვის,რომ თავისი შვილი იყოს კლასში წარმატებულლი?

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
კვლევებმა აჩვენეს რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორი ტიპის ჩარევა შეიძლება იყოს პოზიტიური ბავშვის განვითარებისთვის:

ყოველთვის აგრძნობინეთ თქვენს შვილს,რომ მისგან ელით საუკეთესოს;
ესაუბრეთ თქვენს შვილს სკოლის შესახებ;
დაეხმარეთ,რომ განივითაროს პოზიტიური დამოკიდებულება და სამუშაო უნარ-ჩვევები;
წაიკითხეთ წიგნი თქვენს შვილთან ერთად;
მშობელი სიახლოვეს უნდა იყოს, მაგრამ თავზე არ უნდა ედგეს და ბრძანებებს არ უნდა გასცემდეს, ასე თავადაც დაზოგავს ნერვებს და ბავშვსაც მეტი დამოუკიდებლობისკენ უბიძგებს.

მოლოდინი

„როდესაც მშობლები ეუბნებიან თავიანთ შვილებს,რომ მათგან ელოდებიან მაქსიმუმს და წარმატებას,მათი შვილები ყოველთვის მეტად ინდომებენ სწავლას“, – ამბობს კარლი.

რჩევები:
მიახვედრეთ თქვენს შვილს, რომ მისი კარგი შედეგი სკოლაში თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია;
უთხარით თქვენს შვილს,რომ გჯერათ მისი შესაძლებლობების;
გაამხნევეთ და უთხარით, რომ ის შეძლებს თავისი ოცნებების განხორციელებას;

როგორც ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი, ჯენეტ პელეტიერი ამბობს, მშობლებს მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც პატარა ბავშვს შეუძლია გაიზიაროს იდეები და გამოთქვას თავისი აზრი.

„ბავშვებს აქვთ თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა, რომლის განვითარებას ხელი უნდა  შეუწყოთ, – ამბობს ჯენეტი. – თქვენი შვილის გამოცდილების გამოვლენის მიზნით, ჰკითხეთ მას ამ გამოცდილების შესახებ და თან ეცადეთ საუბარში გამოიყენოთ თქვენი ბავშვისთვის უჩვეული სიტყვები. გქონდეთ მოლოდინი,რომ თქვენი შვილი მიაღწევს წარმატებას, რაშიც მისი თვალსაწიერის გაფართოება დაგეხმარებათ“.

ესაუბრეთ სკოლის შესახებ

თქვენს შვილთან საუბარს იმის შესახებ, თუ რა მოხდა სკოლაში, ძალიან დიდი გავლენა აქვს სკოლაში მის წარმატებაზე.
ჰკითხეთ თქვენს შვილებს, რა მოხდა სკოლაში, თანმიმდევრულად მოაყოლეთ – ეს დაეხმარება განივითაროს თანმიმდევრული აზროვნება. ამასთანავე აძლევს ინფორმაციას მშობელს, თუ როგორ გარემოში ვითარდება მისი შვილი.

ჰკითხეთ ბავშვებს:

დღის რომელი ნაწილი მოგეწონა ყველაზე მეტად?
რა მოხდა კარგი დღეს?
რამე ცუდი ხომ არ მოხდა?
შეგიძლია მაჩვენო რაზე მუშაობთ სკოლაში?

განუვითარეთ პოზიტიური დამოკიდებულება/სამუშაო უნარ-ჩვევები

„მშობლების ძირითადი საზრუნავი უნდა იყოს, რომ განუვითაროს ბავშვს სწავლის მიმართ დამოკიდებულება და სამუშაო უნარ-ჩვევები, და არა ის, რომ „ასწავლოს“ ბავშვს ან მის ნაცვლად ისწავლოს”, – ამბობს კარლი.

მიზანი არის ის, რომ ბავშვი მაქსიმალურად დამოუკიდებელი გახდეს და ჰქონდეს შესაძლებლობა, დაგეგმოს და პასუხი აგონ თავის გაკეთებულ საშინაო დავალებაზე. თუმცა ამის მაგალითიც მშობელი უნდა იყოს, რომელიც თავის საქმეს ასეთივე პასუხისმგებლობითა და სიბეჯითით უნდა ეკიდებოდეს.
მშობლებმა უნდა ესაუბრონ თავიანთ პასუხისმგებლობებზე და თუ როგორ უმკლავდებიან მათ. მაგალითად, უთხარით: „მე შეხვედრა ხმაქვს ვალ და აუცილებლად უნდა წავიკითხო ხვალამდე. შენ შენი დავალება გააკეთე, სანამ მე ჩემსას გავაკეთებ.“

წაიკითხეთ თქვენს ბავშვთან ერთად
ასევე ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებსაც აქვს 3-ქულიანი შეფასება, მშობლები არ უკითხავენ წიგნს და არც არასდროს წაუკითხავთ.
მშობლებმა უნდა წაუკითხონ ბავშვს წიგნი იმ ენაზე, რომელიც ყველაზე კარგად ესმით და საამისოდ სულაც არაა აუცილებელი, მშობელი ძალიან განათლებული იყოს. უბრალოდ საჭიროა წაიკითხოთ წიგნი თქვენს შვილთან ერთად და ისაუბროთ იმის შესახებ, თუ რას ეხებოდა ეს ნაწარმოები. შეაყვაროთ კითხვა და ასწავლოთ წაკითხულის გააზრება.

წყარო: mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები