„უნდა ავიცრათ, გავწყვიტოთ ამ ვერაგი ვირუსის გავრცელების ჯაჭვი და გადავარჩინოთ სიცოცხლეები!“ – გიორგი დარციმელია

სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თავმჯდომარე, გიორგი დარციმელია საკუთარი ოჯახის მძიმე კოვიდისტორიის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კოვიდი საკმაოდ მძიმედ გადაიტანა, ფილტვების აღდგენას თვეები დასჭირდა და დღემდე ჯანმრთელობა ვერ ჩადგა მწყობრში ბოლომდე.
დარციმელია გამოსავალს ვაქცინაციაში ხედავს და საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს.
„თვითიზოლაციისა და დიდი სიფრთხილის მიუხედავად, 2021 წლის იანვარში, თითქმის მთელი ოჯახი კოვიდით დავავადდით. მაშინ აცრა ასე ხელმისაწვდომი არ იყო. მე და ჩემი მშობლები კლინიკაში გადაგვიყვანეს. საბედნიეროდ, ყველანი გადავრჩით. თუმცა საკმაოდ მძიმედ გადავიტანე, ფილტვების აღდგენას თვეები დასჭირდა და დღემდე ჯანმრთელობა ვერ ჩადგა მწყობრში ბოლომდე.

შესაძლებლობა მომეცა და აგვისტოში ავიცერი „ფაიზერით“. თავდაჯერებულმა და კმაყოფილმა ვუმასპინძლე ტურისტულ ჯგუფებს. სექტემბერში კი ჩემი კოვიდპასპორტით საქმიანი ვიზიტით წავედი ყაზახეთში.
რასაც არ ვაკეთებდი, მიხაროდა, რომ ამ ვერაგი ვირუსის გავრცელებაში არ ვმონაწილეობდი.
წარმოუდგენელია, გააკეთო იმაზე მეტი, ვიდრე თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენაა. უნდა ავიცრათ, გავწყვიტოთ ამ ვერაგი ვირუსის გავრცელების ჯაჭვი და გადავარჩინოთ სიცოცხლეები!
#ავიცრათერთმანეთისთვის“,- წერს გიორგი დარციმელია.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები