უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ქალებმა, რომლებსაც შვილები ბუნებრივ კვებაზე ყავთ, აქცია გამართეს. მშობლები პროტესტის ნიშნად შევიდნენ რესტორან მაგდონალდში და დაიწყეს ბავშვისთვის ძუძუს წოვება. აღნიშნული აქცია ერთ-ერთი დედის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს მოჰყვა.
მისი თქმით როდესაც ბავშვს ასეირნებდა, ვერ ნახა ადგილი თუ სად შეძლებდა შვილისთვის რძის მიცემას. ის შევიდა “მაკდონალდსის” რესტორანში, სადაც განუცხადეს, რომ ამ საქციელისთვის დააჯარიმებდნენ. ზოგადად უნგრელ დედებს არ მოსწონთ საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ, ვერ გრძნობენ პატივისცემას და ფიქრობენ, რომ საზოგადოება მათ ავიწროვებს. ამიტომ გადაწყვიტეს სოლიდარობა გამოეჩინათ ერთმანეთის მიმართ. ინციდენტი ბუდაპეშტის დასავლეთ ნაწილში, სწორედ მაგდონალდის იმ ფილიალში მოხდა, რომლის არქიტექტურა გუსტავ ეიფელმა შექმნა 1897 წელს. მას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მაგდონალდის სტატუსი მსოფლიოში.