გუდაურთან, სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, სამების საკათედრო ტაძარში, დღეს მეუფე შიომ სხვა სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.
გმირები უკანასკნელ გზაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ და სხვა პოლიტიკოსებმა გააცილეს.
სამოქალაქო პანაშვიდზე გარდაცვლილების კოლეგები და მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ ყველაზე ემოციური კადრები საკუთარი ობიექტივში აღბეჭდა.