„უმორჩილესად გთხოვთ” – გია მაისაშვილის მეგობრები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ

გია მაისაშვილის ახლობლები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს ხელისუფლებას გია მაისაშვილის აშშ-დან საქართველოში დაუყონებლივ გადმოყვანაში დახმარებას სთხოვენ.„საქართველოს პრეზიდენტს ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს! საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს! საგარეო საქმეთა სამინისტროს! ელექტრონულ მედიას! გაზეთების რედაქციებს!
პატივცემულო ბატონებო! საქართველოში დიდად დაფასებულ მამულიშვილს, ეროვნული მოძრაობის ვეტერანს და საზოგადო მოღვაწე გია მაისაშვილს, რომელიც ამჟამად მკურნალობდა კალიფორნიის შტატის სტენფორდის უნივერსიტეტის კლინიკაში, ავადმყოფობის გართულების შედეგად, მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულამდე დაუმძიმდა. იგი დიდი ხანია ებრძვის ვერაგ სიმსივნურ ავადმყოფობას, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, მკურნალობა საბოლოოდ, წარუმატებელი აღმოჩნდა. უმორჩილესად გთხოვთ, მოხდეს გია მაისაშვილის კალიფორნიის შტატიდან საქართველოში გადმოყვანა ოპერატიულად, სასწრაფოდ, რათა საკუთარ სამშობლოში შეძლოს ნუგეშის მიღება (სხვა აზრის გატარება არ მინდა). საქართველოში ვისაც კანონით დახმარება ხელეწიფებოდა, ყველა განზე იყო გამდგარი. მიუხედავად საქმის კურსში ყოფნისა, არც ჯანმრთელობის სამინისტროს გაუწვდია საკმარისად დახმარების ხელი. ოჯახის ფინანსური და მატერიალური შესაძლებლობა ამოწურულია. გია მაისაშვილი ღირსია იმისა, რომ სახელმწიფომ, ხელისუფლებამ თავის თავზე აიღოს მისი სამშობლოში სასწრაფოდ გადმოყვანის მეტად საშური საქმე. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება. პატივისცემით, ახლობელ-მეგობრების სახელით, ჟოზე კოდუა.“ –აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები