მსახიობმა უმა ტურმანმა „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა „მოკალი ბილი 2“-ის გადაღებების დროს გაკეთებული წარუმატებელი დუბლის ამსახველი ვიდეოკადრები. ამ დუბლის გადაღების დროს, მან სერიოზული ტრავმები მიიღო.
აღნიშნული სცენის გადაღებისას, მსახიობს მანქანით ტყეში ავტომობილით უნდა ემგზავრა. რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ პირადად შეამოწმა ავტომანქანის მდგომარეობა და გზა, მაგრამ რაღაც მომენტში, სცენარში ცვლილებები შეიტანეს. ტურმანს უკანა გზაზე საკმაოდ დიდი სიჩქარით უნდა გაევლო, რომ თმის გაწეწვის ეფექტი მიეღოთ. შედეგად, მანქანა მოსრიალდა და ხეს დაეჯახა. მსახიობს ჰოსპიტალიზაციაც კი დაჭირდა.
იმისათვის, რომ უმა ტურმანს დაემტკიცებინა, რომ ფილმის გადაღებები არ იყო უსაფრთხო, აღნიშნული დუბლის ჩანაწერი გახდა საჭირო. მსახიობმა სტუდია „Miramax“-სან და მისი ხელმძღვანელისგან, სკანდალური ჰარვი ვაინშტეინისგან ჩანაწერი 15 წლის განმავლობაში ვერ მიიღო. ამის გაკეთება მოხერხდა მხოლოდ ახლახან, ტარანტინოს დახმარებით, რომელმაც ფირი იპოვა.
სხვა სიახლეები