უმა თურმანის აღიარება სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით: მეც!

ჰოლივუდის ვარსკვლავმა უმა თურმანმა, თავისი დამოკიდებულება ჰარვი ვაინშტეინის ირგვლივ მომხდარ სკანდალში, ღიად დააფიქსირა. საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე მან ამერიკის საზოგადოებას მადლიერების დღე მიულოცა და სწორედ ამ მიმართვაში გამოხატა თავისი დამოკიდებულება თემის მიმართ. „მადლიერების დღეს გილოცავთ! მადლიერებას გამოვხატავ იმის გამო, რომ ცოცხალი ვარ. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მიყვარს და ყველა იმის მიმართაც, ვისაც გააჩნია სიმამაცე, რომ დადგეს მათ დასაცავად, ვისაც ეს სჭირდება. ცოტა ხნის წინ ვთქვი, რომ გაბრაზებული ვიყავი და მე მქონდა მიზეზები #metoo , ამას ვწერ იმისთვის, თუ კი სახეზე არ მეტყობა. ვგრძნობ, მნიშვნელოვანია გამოიყენო შენი დრო, იყო სამართლიანი, პირდაპირი…ასე რომ, ყველას გილოცავთ მადლიერების დღეს! ( ყველას ვულოცავ, შენს გარდა, ჰარვი ვაინშტეინ და შენი უძლური კონსპირაციების გარდა-მიხარია, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა ხდება-შენ არ იმსახურებ ტყვიას) – თურმანის პოსტს ამ დროისთვის 75 ათასზე მეტი მოწონება და უამრავი მომხმარებლის კომენტარი აქვს.

ცოტა ხნით ადრე, ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში, თურმანი ამბობდა, რომ მან გამოსცადა ეს, არ არის ბავშვი და კარგად იცის, რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება. თუმცა, იმის გამო, რომ ძალიან გაბრაზებულია, არ უნდა ცხელ გულზე ემოციების გამოხატვა, ამიტომაც, იმ მომენტს ელოდება, როდესაც ნაკლებად გაბრაზებული იქნება.
უმა თურმანს არაერთ იმ ფილმში მიუღია მონაწილეობა, რომლის პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი იყო, მათ შორისაა ლეგენდარული „Pulp fiction” და „Kill Bill”.

კომენტარები

სხვა სიახლეები