უკრაინელი ჟურნალისტი ქართველ მებრძოლებზე, რომლებიც კიევის ოლქში დაიღუპნენ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ქარ­თველ მებ­რძო­ლებს, რომლებიც კი­ე­ვის ოლ­ქში შე­ტა­კე­ბი­სას დაიღუპნენ  უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ალექ­სეი ბობ­რო­ნი­კო­ვი იხ­სე­ნებს, რომელიც ომში მათთან ერთად იყო  და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

“პრე­სა­ში გავ­რცელ­და და შე­იძ­ლე­ბა უკვე, რომ მეც ვთქვა.

ბერო და დათო, გია ბე­რი­აშ­ვი­ლი და დათო რა­ტი­ა­ნი. ისი­ნი გუ­შინ და­ი­ღუპ­ნენ ირ­პე­ნის­თვის ბრძო­ლა­ში, ჩვე­ნი ოცე­უ­ლის სა­დაზ­ვერ­ვო ბრძო­ლი­სას. ბერო უკვე გარ­დაც­ვლი­ლი გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ნაღმტყორ­ცნე­ბის ცე­ცხლის ქვეშ. ის ბოლო წუ­თამ­დე იბ­რძო­და სი­ცო­ცხლის­თვის.

დათო რა­ტი­ა­ნი ჩემი ახლო მე­გო­ბა­რი გახ­და. მან ჩემი სი­ცო­ცხლე სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ გა­და­არ­ჩი­ნა. და­თომ გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სას რამ­დე­ნი­მე ოკუ­პან­ტიც გა­ი­ყო­ლა. ის მსრო­ლე­ლი იყო. დათო ცხოვ­რობ­და რო­გორც გმი­რი და გმი­რად მოკ­ვდა: ფეხ­ში დაჭ­რილ ფრანგ ჯა­რის­კაცს შეკ­რე­ბის ად­გილ­თან მის­ვლა­ში ეხ­მა­რე­ბო­და, ნაღ­მის აფეთ­ქე­ბი­სას დათო ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ის იყო ძლი­ე­რი, მო­რი­დე­ბუ­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და კე­თი­ლი.

დათო რა­ტი­ა­ნი – მეს­ტი­ი­დან, სვა­ნი, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რობ­და.

მის შე­სა­ხებ მშრა­ლად ვწერ, ვწერ მხო­ლოდ იმ ფაქ­ტებს, რო­მელ­თა და­წე­რის უფ­ლე­ბაც მაქვს. ალ­ბათ, დავ­წერ დაწ­ვრი­ლე­ბით იმ კაც­ზე, რო­მელ­მაც გაც­ნო­ბი­სა და ფრონტზე გას­ვლის დღი­დან ბევ­რი რამ მას­წავ­ლა – სა­მა­ჩაბ­ლო­სა და აფხა­ზე­თის დე­მარ­კა­ცი­ის ხა­ზი­დან და­წყე­ბუ­ლი მშობ­ლი­ურ კი­ე­ვამ­დე.

რა­ტი­ა­ნი…

დღეს ყო­ველ წუთს მინ­და შენი ხმა გა­ვი­გო: “ალექს, ია­რა­ღი გა­ა­სუფ­თა­ვე?“ “ალექს, წე­რენ ქალ­ზე, რო­მე­ლიც სრო­ლი­სას და­ი­ღუ­პა, 7 შვი­ლის დე­და­ზე, წა­ი­კი­თხე“?

დათო თა­ვის უკა­ნას­კნელ ბრძო­ლა­ში გუ­შინ დი­ლით, 5:00 სა­ათ­ზე გა­ვი­და. ბო­ლომ­დე ერ­თად ვი­ყა­ვით.

ჭურვმა დათო და ის მებ­რძო­ლი იმ­სხვერ­პლა, რო­მე­ლიც მას მოჰ­ყავ­და და ამა­ცი­ლა მე.

იმ ღა­მით დათო რა­ტი­ა­ნის სათ­ვა­ლის სა­კიდ­მა გა­და­მარ­ჩი­ნა, შავ­მა, სქელ­მა სა­კიდ­მა. ქარ­თვე­ლებ­მა და უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ისი­ნი ტყი­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ.

დათო, მად­ლო­ბა, რომ ჩემ გვერ­დით იყა­ვი. მად­ლო­ბა, რომ იყა­ვი“, – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები