“უკრაინელი მელანია ტრამპი” – რა არის ცნობილი ელენა ზელენსკის შესახებ

20 მაისს უკრაინის ახალი პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია შედგა.
მთელი ყურადღება მიმართული იყო არა იმდენად ახალი პრეზიდენტისკენ, არამედ მისი მეუღლის, ელენა ზელენსკის მიმართ. პრეზიდენტის მეუღლე არა მარტო მხარს უჭერს მას და შთააგონებს, არამედ თავისებურ სამაგალთო ადამიანად გვევლინება. პირველი ლედები, ძირითადად, საქველმოქმედო საქმიანობითა და განათლებით არიან დაკავებულები. ახლა კი მოგიყვებით, თუ რა ვიცით ელენა ზელენსკის შესახებ.
ელენა კრივოი როგში დაიბადა ისევე, როგორც – ვლადიმერი. ის თავის მომავალ მეუღლესთან ერთად ერთ სკოლაში პარალელურ კლასში სწავლობდა, მაგრამ მათ ურთიერთობა მხოლოდ სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყეს.
ელენა კიაშკო კრივოროჟსკის ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლობდა, როდესაც მის მოხიბვლას ვლადიმერი ცდილობდა. მაშინ მას კიდევ ერთი თაყვანისმცემელი ჰყავდა და ზელენკიც მალევე არ აურჩევია.
“მე არასდროს მქონია პრობლემები გოგონებთან. და აი, ახლა შემხვდა კერკეტი კაკალი! ჩემთვის საინტერესო იყო ლენას დაპყრობა, შემდეგ კი ეს გრძნობები სიყვარულში გადაიზარდა”, – იხსენებს ვლადიმერ ზელენსკი.
“მან მე წესიერებით, ინტელეგენტურობითა და გამჭრიახობით მიმიზიდა, შემდეგ კი მასთან ერთად მე არასდროს მომიწყენია!”, – ჰყვება ელენა.
ხელის თხოვნას ელენა დიდხანს, თითქმის, 8 წელს ელოდა.
“ლენა მუდმივად მეკითხებოდა, როდის დავქორწინდებოდით, მე კი დარწმუნებული ვიყავი, თუ კი ქორწილი იქნებოდა, მალევე შვილები უნდა გვყოლოდა, მათი გაჩენა კი ასე მალე არ მინდოდა”, – ჰყვება ვლადიმერი.
თავად ელენამ კი იცოდა, რომ ეს, ადრე თუ გვიან, მოხდებოდა. კითხვა, რომელსაც დიდხანს ელოდა, მან კინოთეატრში, მელოდრამის ნახვის შემდეგ მოისმინა.
2003 წელს წყვილი დაქორწინდა. ერთი წლის შემდეგ მათ ქალიშვილი – საშა ეყოლათ, ხოლო 2013 წელ ვაჟი – კირილე. როგორც პირველი ლედების უმრავლესობა, ელენაც წინააღმდეგი იყო, რომ მისი მეუღლე წინასაარჩევნო ასპარეზში ჩართულიყო – “ძალიან აგრესიულად ვიყავი განწყობილი ამ პროექტის მიმართ, ვინაიდან ეს ძალიან ძნელია”.
მიუხედავად იმისა, რომ ელენამ უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა, პროფესიით მას არასდროს უმუშავია. როგორც თავად ელენა ხუმრობს ხოლმე, მან მხოლოდ ბედნიერი ოჯახური ცხოვრების დაპროექტება შეძლო. ალბათ, დაეთანხმებით, რომ ეს არ ისე ცოტაა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები