უკრაინა ევროვიზიის 2019 წლის კონკურსზე მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
უკრაინის შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული მომღერალი მარუვი გახდა, თუმცა მომღერალსა და უკრაინულ მაუწყებელს შორის შეთანხმება ვერ შედგა. მიზეზად მომღერლის რუსეთში დაგეგმილი ტურნე დასახელდა, შემსრულებელმა განაცხადა, რომ საზღვარგარეთ დაგეგმილ ტურნეს კონკურსის სანაცვლოდ გააუქმებდა.
ამის შემდეგ, ევროვიზიის წლევანდელ კონკურსზე მონაწილეობის შეთავაზება შიდაშესარჩევი ტურის მეორე და მესამე ადგილზე გასულმა მომღერლებმა მიიღეს, თუმცა მათ Maruv-ის ჩანაცვლებაზე უარი განაცხადეს. ამიტომ უკრაინულმა მაუწყებელმა გადაწყვიტა ისრაელში “ევროვიზია 2019”-ის კონკურსში მონაწილეობა არ მიიღოს.„ევროვიზია 2019“ თელ-ავივში 14-16 მაისს გაიმართება. ფინალი 18 მაისისთვის იგეგმება.
სხვა სიახლეები