უკრაინაში ქალაქ ტერნოპოლში, ქართულმა მოძრავმა ცირკმა აქლემი დაკარგა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ცხოველი მეოთხე დღეა, რაც მიატოვეს.
მათივე ცნობით, შაპიტოს წევრებმა, გასტროლების დასრულების შემდეგ თავიანთი ნივთები აკრიფეს, ხოლო აქლები ქალაქში მდებარე სტადიონზე მიატოვეს.
აღნიშნულს ფეისბუქის გვერდზე, ცხოველთადამცველი ორგანიზაციის წევრი ალექსანდრ ტოდორჩუკიც გამოეხმაურა. მისი განცხდებით, ეს კანონის დარღვევაა და საკითხის შესასწავლად, ადგილობრივი დეპუტატები უკვე მუშაობენ
მიტოვებული ცხოველის ბედი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.