უკრაინაში ომის და მობილიზაციის პროტესტის ნიშნად, რუსმა რეპერმა თავი მოიკლა (ვიდეო)

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წარმოების, ასევე, გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის პროტესტის ნიშნად, რუსმა რეპერმა, 27 წლის ივან პეტუნინმა, იგივე Walkie T-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

რეპერი 30 სექტემბერს სახლის მე-11 სართულიდან გადმოხტა, მანამდე კი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ვერ მოკლავს ადამიანებს.

“მკვლელობის ცოდვას მე ვერ დავიდებ და არ მინდა. მე არ ვარ მზად, მოვკლა რაღაც იდეალების გამო. ჩემთვის ადამიანის მოკვლა ომში თუ ისე, არის ის, რასაც მე ვერ გავაკეთებ. მე არ მაქვს უფლება, ავიღო ავტომატი და ვესროლო ადამიანებს.

მაპატიოს ყველამ, ვისაც ვუყვარვარ, მაგრამ ზოგჯერ საკუთარი პრინციპებისთვის სიკვდილიც ღირს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მოვკვდები – ისტორიაში დავრჩები ადამიანად, რომელიც მხარს უჭერდა იმას, რაც ხდება ან საბოლოო პროტესტი უნდა გამოვხატო. ღმერთმა ამ ომის დასრულება და ნორმალური ცხოვრება მოგცეთ”, – თქვა მან.

კომენტარები

სხვა სიახლეები