საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე ფეისბუქის პირად გვერდზე გარდაცლილი შვილის შესახებ წერს, რომელიც ერთი წლის წინ ტრაგიკულ ავარიას ემსხვერპლა.
“უკვე ერთი წელი გავიდა?” – ეს შეკითხვა მანადგურებს… მანადგურებს რადგან გონება დღემდე არ აკეთებს იმას დაშვებას, რომ ეს უკვე მოხდა და ყოველდღიურად განაგრძობს იმაზე ფიქრს, თუ როგორ ავაცილო ნიკუშას ეს ტრაგედია…
ტრაგედია, რომელმაც დედას სამუდამოდ წაართვა უფლება, ფოტოზე აღებეჭდა შვილთან გატარებული ყოველი დღე, ყოველი წუთი, ყოველი წამი. დედას, რომელიც შანსს არ უშვებდა დამტკბარიყო ამ პროცესით, თითქოს იცოდა, რომ დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ეს ფოტოები იქნებოდა მისი მეგზური…
ნეტავ ვინმემ იცოდეს, როგორ მინდა ერთხელ გავიღვიძო და ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდეს, მაგრამ დღემდე მხოლოდ ერთ სიზმარს ვხედავ, სიზმარს სადაც ნიკუშას ვეკითხები: დედას რა ვუთხრა ბიჭო? ის კი თავჩახრილი დგას და მხოლოდ მხრების აჩეჩვით მპასუხობს” – წერს მევლუდ მელაძე.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=3262320817133093&set=a.245960188769186&type=3