“უკან ვეღარ დავბრუნდები” – მეთევზემ საკუთარი სიცოცხლის უკანასკნელი წუთები ვიდეოზე აღბეჭდა

ავსტრალიის ქალაქ იასიში ტრაგედია დატრიალდა – 43 წლის მეთევზემ, ჯერემი უორტმა, რომელიც სათევზაოდ საკუთარი ნავით გავიდა, სიცოცხლის უკანასკნელი წუთები ვიდეოზე დააფიქსირა.

როგორც  მისივე პოსტებიდან არის ცნობილი, წყალში შესვლისას აღმოაჩინა, რომ ნავი დაზიანებული იყო და წყლით ივსებოდა, თუმცა ამას ყურადღება არ მიაქცია. მალევე იგი ტალღამ ძალიან შორს გაიტაცა და უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო.

როცა მიხვდა აღნიშნულს, სოციალურ ქსელში Live ჩართო და განაცხადა, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებოდა, რადგან ძალიან დაღლილი იყო.

ეს სიტყვები უკანასკნელი აღმოჩნდა, მალევე მისი ნავი წყალმა გამორიყა, მაშველებმა კი ჯერემის ცხედარი რამდენიმე საათში იპოვეს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები