უიტნი ჰიუსტონზე შექმნილი სატელევიზიო ფილმის ჩვენება 17 იანვარს გაიმართება

    ლეგენდარული მომღერლის უიტნი ჰიუსტონის თაყვანისმცემლები მის შესახებ ბიოგრაფიულ სატელევიზიო ფილმს ტელეარხ Lifetime-ზე 17 იანვარს ნახავენ.
ფილმის  სცენარი სიმ ბიტერმანს ეკუთვნის, ხოლო უიტნის როლს იაია დაკოსტა ასრულებს.
ფილმში უიტნი ჰიუსტონისა და მისი ყოფილი მეუღლის ბობი ბრაუნის პირველი შეხვედრიდან მსოფლიო დიდებამდე გავლილი გზაა ასახული.
შეგახსენებთ, რომ ჰიუსტონი, 48 წლის ასაკში, 2012 წლის 11 თებერვალს, ერთი დღით ადრე გრემის ყოველწლიურ დაჯილდოებამდე. ბევერლი ჰილტონის სასტუმროში გარდაცვლილი ნახეს.

წყარო: http://geonews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები