უზბეკეთის ვიცეპრემიერი კორონავირუსით გარდაიცვალა

უზბეკეთის  ვიცეპრემიერი, უქტამ ბარნოევი 57 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.
პოლიტიკოსს კორონავირუსი  ივლისის ბოლოს დაუდგინდა.
ის ამ დრომდე Akfa Medline-ის კერძო კლინიკაში მკურნალობდა.

უზბეკეთში კორონავირუსი 51 235 ადამიანს დაუდგინდა, გარდაცვლილია 429 პაციენტი, 47 271 გამოჯანმრთელდა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები