უეცარი სიკვდილი განსაკუთრებით ოფისის თანამშრომლებს ემუქრებათ

სპეციალისტების განმარტებით, ძალიან დამღლელი და ძალების გამომცლელია ყველა ის პროფესია, რა დროსაც ოფისის თანამშრომლებს საქმიანობა გაუნძრევლად, უწევთ.
თუ გსურთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები თავიდან აიცილოთ, ტაილანდელ კარდეოლოგებს დაუგდეთ ყური: ადამიანებმა, რომლებიც ოფისებში მუშაობენ და უმეტეს დროს დამჯდარ მდგომარეობაში ატარებენ, ყოველდღიურად მინიმუმ ერთი საათი მაინც უნდა ივარჯიშონ, რაც გულ-სისხძარღვთა დაავადებების თავიდან აცილების საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა- განმარტავენ ტაილანდელი ექიმები.
მათივე ინფორმაციით, უეცარ სიკვდილს, ინფაქტსა და ინსულტს სწორედ ჰიპოდინამიკა განაპირობებს რადგან მთელი დღე ოფისში ჯდომა, შემნდეგ კი სახლში ავტომობილით წასვლა, გულის კუნთების გავარჯიშებისთვის ნულოვან პირობებს ქმნის. შესაბამისად ერთადერთი გამოსავალი ფიზიკური აქტიურობაა. ისეთი როგორიცაა სირბილი, ცურვა, ინტენსიური გასეირნება და ასე შემდეგ.
განსაკუთრებულ ყურადღებას ტაილანდელი ექმიმები,გულის დაავადების პერიოდის „გაახალგაზრდავებაზე“ აკეთებენ. მათი თქმით, სამედიცინო დახმარებას უკვე 35 წლამდე ასაკის ადამიანები ითხოვენ რაც ადრე თითქმის არასდროს ხდებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები