უელსის პოლიციამ სახლიდან გაქცეული პითონი დაიჭირა (ფოტოკოლაჟი)
უელსის ქალაქ ანჯელსის მოსახლეობა ძალზე შეაშინა ერთ-ერთი ბინიდან გაქცეულმა პითონმა, რომელიც ტელეფონის კაბელზე იყო შემოხვეული. სამმეტრიანი ბირმის პითონი მსოფლიოს ყველაზე დიდი გველების ხუთეულში შედის. სპეციალისტების თქმით, მას ზრდასრული ადამიანის გაგუდვა შეუძლია.
პოლიციის ინფორმაციით, პითონი გალიიდან გაიქცა და შემდეგ ფანჯარაში გაძვრა. ამის შემდეგ ის სატელეფონო კაბელზე – მიწიდან რამდენიმე მეტრში ჩამოკიდებული იპოვეს. პოლიციამ გველი მაშინ დაიჭირა, როდესაც ის წყლის მილით მიწაზე ჩადიოდა.