გაზეთ „ალიას“ ინფორმაციით, თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას ცოლი გაშორებია. რამდენად მართალია ეს ინფორმაცია, არავინ იცის, რადგან მსგავსი შარშანაც გავრცელდა, მაშინ ითქვა, რომ ლელა კილაძემ გუკა რჩეულიშვილზე იქორწინაო. უგულავას ცოლმა კი ეს უარყო.
როგორც გამოცემა დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, თავის დროზე თბილისის ბიუჯეტით „დაშტოპკილი“ ქალბატონი მაინც ვერ ისვენებს და კარგ დროსაც ატარებს.
„ეტყობა უგულავას ცოლს მატროსოვზე სიარული მობეზრდა, რადგან ცოტა ხნის წინ ის კაჭრეთის ძვირად ღირებულ სასტუმროში ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად ნახეს და სულაც არ ეტყობოდა, რომ პატიმარ უგულავას ცოლია. ამ ქალს ნანუკა ყველგან დაატარებს, შარშან ვენაში ერეკლე კოდუას დაბადების დღეზეც ჰყავდა ჩაყვანილი და იქაც მაგარი დრო გაატარა. მოკლედ საწყალი გიგი ციხეშია, ეს კიდევ მაინც არაფერს იკლებს. ამჯერად ლელა კილაძე და ვანო მერაბიშვილის ცოლი დასასვენებლად იტალიაში მიბრძანდებიან“,- წერს გაზეთი.
Prev Post
სხვა სიახლეები