„უგულავას გული“ – თავისუფლების ბოლო ჟესტი

ამ ჟესტით გამოემშვიდობა გიგი უგულავა შვილებსა და მის მეუღლეს, რის შემდეგაც თბილისის ყოფილი მერი ისევ ციხის საკანში დააბრუნეს.
ერთ დღიანი თავისუფლების შემდეგ, სასამართლომ უგულავას პატიმრობა 4 წლითა და 6 თვით შეუფარდა. თბილისის ყოფილი მერი მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოს ეზოში, წუხელ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და გულშემატკივრებთან ერთად ელოდა. შვილებსა და მეუღლეს მან ფანჯრის შუშაზე გული დაუხატა, ამის შემდეგ ის ბადრაგებს გაჰყვა.
გიგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ, რიყის ტერიტორიისა და “თბილსერვისის” საქმეზე გამოიტანა. მანამდე მან პატიმრობაში 15 თვე დაჰყო. რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, მოსამართლემ ის გაამართლა და პატიმრობა მოუხსნა.

კომენტარები

სხვა სიახლეები