“უგულავამ სამჯერ გაუქანა რაღაც საგანი, პოლიციას უშვერი სიტყვებით ამკობდნენ”, – ჯაბა ხუბუა

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ნიკა მელიას დაკავების ფაქტს და სპეცოპერაციის მიმდინარეობას სოციალურ ქსელში, ფეისბუქის პირად გვერდზე აფასებს:

“მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმს ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდნენ, ნივთებს ესროდნენ, უგულავამ სამჯერ გაუქანა რაღაც საგანი, პოლიციას უშვერი სიტყვებით ამკობდნენ და ძალადობის პროვოცირებას ცდილობდნენ, არცერთი დახეთქილი თავი, არცერთი გატეხილი ცხვირი, არცერთი წვეთი სისხლი…მხოლოდ წიწაკის სპრეის გამო ახველებდნენ ცოტა ხანს, მაგრამ ხველებით ხომ ისედაც ახველებთ მაგათ, დიდი ხანია”, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები