უბრალო პროცედურა, რომელიც ამ ქალმა გაიკეთა, მის სამ შვილს რამდენიმე კვირაში დააობლებს – ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!

27 წლის ბრიტანელი ლუიზა კუკი გათხოვილია და სამი შვილი ჰყავს: 6 წლის სამერი, 4 წლის მეისონი და ახალშობილი ქლოე. თუმცა უმცროს გოგონას არასოდეს ეხსომება დედამისი. სულ რამდენიმე კვირაში ლუიზა აღარ იქნება…
ორსულობის მეცხრე თვეში დაუსვეს საშინელი დიაგნოზი. მას კანის სიმსივნე აღმოუჩინეს, რომელიც ფილტვებზეა უკვე მოდებული. ექიმებმა გულწრფელად უთხრეს, რომ სულ ცოტა დარჩა სიცოცხლე.
დაავადების მიზეზად სოლარიუმით მეტისმეტად გატაცება დაასახელეს. როგორც ლუიზა ამბობს, ოთხი წლის წინ პირველ ქმარს გაეყარა და გადაწყვიტა, გარეგნობისთვის მეტი დრო დაეთმო. მოსწონდა გარუჯული სხეული – თავად საკმაოდ თეთრი კანი აქვს. საჭირო ფერზე რომ ყოფილიყო სულ, კვირაში სამჯერ სოლარიუმში დადიოდა.

mshoblebi

ცოტათი მაინც რომ გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე, ექიმებმა ორსულობის შეწყვეტა ურჩიეს. თუმცა მან უარი თქვა ამ წინადადებაზე: “თუ მე სიკვდილი მიწერია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი გოგონაც ჩემთან ერთად უნდა დაიღუპოს. მან დიდხანს უნდა იცოცხლოს”.
პატარა ქლოე ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა დედამისის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მეტასტაზებმა თავის ტვინს მიაღწიეს…

mshoblebi

ლუიზა ქმართან ერთად ცდილობს შეამზადოს ბავშვები იმისთვის, რომ მალე დედა აღარ იქნება. უამბობს ამბავს, როგორ წაიყვანს მალე ანგელოზი… ლუიზამ შეაგროვა ფოტოები ოჯახურ ფასეულობებთან ერთად, რომლებიც მის ბავშვებს სულ ხელთ უნდა ჰქონდეთ და დედა შეახსენოთ ხოლმე.

mshoblebi

გარდა ამისა, ის ცდილობს სხვა ადამიანებსაც მოუწოდოს, აიცილონ თავიდან ეს საფრთხე. “არავის არ ვაშინებ, უბრალოდ არ მინდა, სხვებმაც გაიმეორონ ჩემი შეცდომა. დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ბევრი ადამიანი ატარებს საკმაოდ დიდ დროს სოლარიუმში ან პლაჟზე, და ვერც ეჭვობს, რა შეიძლება მოუტანოს ამან. არ ღირს ჯანმრთელობით გარისკვა კანის ლამაზი ყავისფერი ტონის გამო”.
ისღა დაგვრჩენია, ლუიზას სიმამაცე და მხნეობა ვუსურვოთ… ხოლო მასავით რომ აღარავინ ემსხვერპლოს მსგავს გატაცებებს, უბრალოდ უამბეთ ეს ამბავი სხვებსაც.

წყარო: www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები