“უბრალოდ ნახეთ რა ხდება, აქ ერთ პატარა ოთახში 10 ადამიანს სძინავს” – აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს
აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ერთ–ერთი ოჯახის შესახებ წერს, რომელსაც საზოგადოების დახმარება ესაჭიროება:
“კახეთში ვართ და უბრალოდ ნახეთ რა ხდება. აქ ერთ პატარა ოთახში 10 ადამიანს სძინავს. უმრავლესობას აქვს შეზღუდული შესაძლებლობები, ფსიქიკური პრობლემები, მათ შორის ბავშვებს. მოხუცებს მუშაობა არ შეუძლიათ და სახლში ერთი ლუკმა საჭმელი არ აქვთ. ლაზარეთს გავს ოთახი, რომელიც ისედაც დანგრევის პირასაა. საერთოდ არაფერი არ გააჩნიათ. არსებობენ პენსიით, თითქმის ყველას ექიმი სჭირდება და ნახევარჯერ მშივრები იძინებენ. ოთახი ჯოჯოხეთივითაა მართლა, მთელმა რაიონმა იცის ამათი ამბავი. ყველა მაღაზიაში საჭმელის ვალი აქვთ და ვეღარც აძლევენ. სასწრაფოდ არიან საშველები, სჭირდებათ საერთოდ ყველაფერი. ჩვენც აქ დავრჩებით, სანამ რამეს ვუშველოთ. თქვენც მოგვეხმარეთ როგორც შეძლებთ რა, ესენი ასე ვერ გაძლებენ, ბავშვებზე გული მომიკვდა მართლა. დილიდან მივხედავთ საქმეს, აბა ჩვენ ვიცით. ნებისმიერ ლარს ამათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.მისამართისთვის და ინფორმაციისთვის დამირეკეთ ტელეფონზე, ნომერი ინფოში წერია.
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
GE90TB7603845061100016
თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili”, – წერს აკა სინჯიკაშვილი.