“უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინმაც ნიკოს მკვლელი გაზარდა” – რას ამბობს ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას დედა
ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია ფეისბუქის პირად გვერდზე ვერაზე მოკლული ახალგაზრდის, ნიკა კვარაცხელიას დედის კომენტარს აქვეყნებს.
,, მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი. მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია. უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინმაც ნიკოს მკვლელი გაზარდა” – თქვა ჩვენი გამორჩეული, მომავლის ბიჭის ნიკოს დედამ სრულიად საქართველო ქედს იხრის შენს წინაშე ჩემო იზა და შენდობას გთხოვთ …
წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მიცვალებულთა მონათა შენთასა ნიკოსი, სადა იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხორება იგი დაუსრულებელი ნიკოს შეწყვეტილი სიცოცხლე მის მიერ შექმნილ უნიკალურ პროექტებსა და გამოგონებებში გაგრძელდება.