ერთ დროს მთელი მსოფლიო გულისფანცქალით ადევნებდა თვალს ამ ტყუპი დის ჯანმრთელობის მდგომარეობას. რაც კაირსა და ბრიელ ჯექსონს შეემთხვათ, ნამდვილი სასწაული იყო.
ეს ბავშვები ვადაზე მთელი 12 კვირით ადრე მოევლინენ ქვეყანას. თითოეული კილოგრამსაც არ იწონიდა და მათი გადარჩენის შანსიც ძალიან დაბალი იყო.
დები ცალ-ცალკე მოათავსეს დღენაკლულთა ინკუბატორში. ბრიელის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა, პატარამ წონაში მატებაც დაიწყო. კაირის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმე იყო. ექიმებმა იმედი თითქმის დაკარგეს.
რამდენიმე კვირის შემდეგ სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა: ღამით ბრიელმა საშინელი ტირილი მორთო. ისე ძლიერ ტიროდა, რომ სუნთქვა ეკვროდა. სხეული სულ გაულურჯდა.
მორიგე ექთანმა მის ხელთ არსებულ ყველა ზომას მიმართა, მაგრამ ბავშვი ვერ დაამშვიდა. ვერავინ გაიგო ასეთი ძლიერი ტირილის მიზეზი. იმედგადაწურულმა მედდამ, გეილ კასპარანმა გოგონების ერთად დაწვენა გადაწყვიტა. ეს აკრძალული იყო, მაგრამ გეილმა მაინც გარისკა. სწორედ ამ დროს მოხდა დაუჯერებელი რამ: ბრიელი მაშინვე დამშვიდდა და ინსტინქტურად მოეხვია თავის დასუსტებულ დაიკოს, კაირს.
რამდენიმე დღეში კაირის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა, წონის მატება დაიწყო და სულ მალე დაიკოსაც კი გაუსწრო.
დღეს კაირი და ბრიელი 20 წლისანი არიან და უნივერსიტეტში სწავლობენ. როგორც ყველა ტყუპი, ისინიც დიდ დროს ატარებენ ერთმანეთის გვერდით.
ზოგჯერ ადამიანის სხეული სითბო საუკეთესო წამალია, მითუმეტეს ტყუპის ცალებისთვის, რომლებსაც ძალიან დიდი სიახლოვე აკავშირებთ.
წყარო:http://www.mshoblebi.ge