“ტყუილია, რომ მამა მკვლელი იყო… ის მოსკოვში სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გადავიდა” – ქეთა თოფურიას გულახდილი ინტერვიუ მამასა და ოჯახზე

ორი დღის წინ რუს ბლო­გერს ნა­დეჟ­და სტრე­ლეცს ქეთა თო­ფუ­რი­ამ ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღე­რალ­მა ვრცლად ისა­უბ­რა ოჯახ­ზე, კა­რი­ე­რა­ზე და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე. თო­ფუ­რი­ამ ასე­ვე ისა­უბ­რა გარ­დაც­ვლილ მამა, ან­დრო თო­ფუ­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ ცი­ხე­ში და­ი­ღუ­პა და კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი იყო…
ქე­თას მა­მა­ზე არა­ერ­თხელ და­წე­რი­ლა მე­დი­ა­ში. მომ­ღე­რა­ლი ყო­ველ­თვის გა­ურ­ბო­და მას­ზე ღიად სა­უ­ბარს. ცნო­ბი­ლია, რომ მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა საკ­მა­ოდ მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა.
კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე მომ­ღე­რალს დე­დის გა­რე­შე არ უცხოვ­რია. მას ყო­ველ­თვის თან ახ­ლდა დედა, ნა­ტა­ლია თო­ფუ­რია, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ შვილ­თან ერ­თად გა­და­ვი­და მოს­კოვ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად.
ქეთა თო­ფუ­რია დე­დას­თან ერ­თად
ქეთა თო­ფუ­რია:

– ის სუ­პერ მამა იყო. 90-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ­დით, მამა კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი იყო. მა­შინ ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, ქუ­ჩებ­ში წეს­რიგს კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი ამ­ყა­რებ­დნენ. იმ წლებ­ში მამა წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო, ეს მა­შინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ავად­მყო­ფო­ბა იყო. შემ­დეგ მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მამა მოს­კოვ­ში გად­მო­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ის და­ა­კა­ვეს და ცი­ხე­ში ინ­სულ­ტით და­ი­ღუ­პა.

ან­დრო თო­ფუ­რია
არ არის მარ­თა­ლი, რომ ის მკვლე­ლი იყო. მო­ზარ­დო­ბი­სას ეზო­ში ჩხუ­ბი მოხ­და, მა­შინ 17-19 წლის იქ­ნე­ბო­და. ჩხუ­ბის დროს ერთი ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა. სხვე­ბი გა­იქ­ცნენ და მამა დარ­ჩა. ამის გამო და­ა­კა­ვეს. სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ დამ­ნა­შა­ვე არ იყო და გა­ა­მარ­თლეს.

ქეთა ბავ­შვო­ბა­ში, დე­დას­თან ერ­თად
ქე­თამ ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში ახ­ლან­დელ მე­უღ­ლე ლევ ძენ­გოვ­ზეც ისა­უბ­რა. მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, რომ ძენ­გო­ვის­თვის პო­პუ­ლა­რო­ბა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

– მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რომ და­ვი­წყე, ვი­ფიქ­რე, როცა ამის შე­სა­ხებ გა­ი­გებ­დნენ, ეს პო­ზი­ტი­ურ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და, რად­გან ის არა­ნორ­მა­ლუ­რად სუფ­თა, კარ­გი ადა­მი­ა­ნია, რო­გორც გა­რეგ­ნუ­ლად, ასე­ვე ში­ნა­გა­ნად. მაგ­რამ რო­გორც ჩანს, რაც უფრო უკე­თე­სი ხარ, მით უფრო მეტ ნე­გა­ტივს იწ­ვევ. ძა­ლი­ან ბევ­რი შეკ­ვე­თი­ლი სტა­ტია და­ი­წე­რა, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ჰგავ­და და ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, რო­გორ მუ­შა­ობს ეს ყვე­ლა­ფე­რი. მაგ­რამ მე არ ვარ იმ ადა­მი­ან­თა­გა­ნი, ვინც და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რას იტყვი­ან სხვე­ბი. ეს ჩემ­ზე დი­დად არ მოქ­მე­დებს.

ქე­თას თქმით, ლე­ვის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო და არც თუ კარ­გი იყო, რო­დე­საც მისი პერ­სო­ნა სა­ჯა­რო გახ­და, მას ეს სა­ერ­თოდ არ სურ­და და უნ­დო­და, რომ ამას გაქ­ცე­ო­და, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მი­ეჩ­ვია და ახლა ამას ყუ­რა­დღე­ბას აღარ აქ­ცევს.

ქეთა თო­ფუ­რი­ას ორი შვი­ლი ჰყავს – 6 წლის ოლი­ვია პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ლევ გე­იხ­მან­თან და 10 თვის ადა­მი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან, ლევ დენ­გოვ­თან. პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში ორი შვი­ლი ჰყავს ლევ ძენ­გოვ­საც. ქეთა აღ­ნიშ­ნავს, რომ შვი­ლე­ბი კი­დევ უნდა და სულ უნ­დო­და, რომ სამი შვი­ლი ჰყო­ლო­და და თუ ღმერ­თი მის­ცემს, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­ჩენს.

წყარო: https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები