პერუელი ტრანსგენდერის, 36 წლის ვანესა კამპოს მკვლელობისთვის პარიზში ხუთ პირს ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ წერს.
გამოცემა სამართალდამცველებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ შეიარაღებული ადამიანები თავს იმ ავტომობილს დაესხნენ, რომელშიც ვანესა თავის კლიენტს ემსახურებოდა. ვანესა შეეცადა თავდამსხმელებისთვის ხელი შეეშალა, თუმცა მას ერთ-ერთი ბოროტმოქმედის მიერ გასროლილი ტყვია გულის არეში მოხვდა და გარდაიცვალა.
მომხდარის შემდეგ ლგბტ აქტივისტებმა მასშტაბური აქციები დაიწყეს.
აქტივისტები 2016 წელს მიღებული კანონის გაუქმებას მოითხოვენ, რომელიც სექს-მუშაკად მუშაობას კრძალავს. აქციის მონაწილეების მათი თქმით, სწორედ ამის გამო ტრანსგენდერს ქალაქის ისეთ ტერიტორიაზე მოუწია მუშაობა, სადაც სამართალდამცველები ხშირად არ დადიან.
სხვა სიახლეები